თეგი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინელი ხალხის NATO-ში გაწევრიანების სუვერენული უფლება ვაჭრობის საგანი ვერ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის NATO-ში გაწევრიანების სუვერენული უფლება ვაჭრობის საგანი ვერ იქნება. „რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, ეს უკრაინელი ხალხის ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების სუვერენული უფლების დათმობაა. ეს ვაჭრობის საგანი ვერ იქნება. ეს უკრაინელი ხალხის უფლებაა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათო და ძალიან რთულია.

ბორის ჯონსონი: უკრაინას თუ საფრთხე დაემუქრება, ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დასავლური ქვეყნები არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და თუ უკრაინას საფრთხე დაემუქრება, „ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება“. „ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი მინისტრები კიევს ეწვივნენ, ჩვენ უკრაინელ ხალხს და მათ ლიდერებს ვარწმუნებდით, რომ მყარად ვდგავართ მათი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უკან. უკრაინას თუ საფრთხე დაემუქრება, ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება“, – აღნიშნა ჯონსონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.